საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. სამოქმედო გეგმებზე საუბრის შემდეგ, მან 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურული განახლების პროცესს. მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო და შედეგად, დაახლოებით, 250 ობიექტი, ყველა მოქმედი ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალ წლებში ყურადღება დაეთმობა განახლებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.