წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
22-12-2020, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. როგორც სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, სკოლის ორ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და აღნიშნულიდან გამომდინარე დირექციამ სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

ზურნაჩიანი იმედოვნებს, რომ მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება.

 

 

„დღემდე ვახერხებდით სწავლის საკლასო ოთახებში ჩატარებას, მაგრამ ორი პედაგოგი ვირუსით დაინფიცირდა და აქედან გამომდინარე, ვალდებულები ვიყავით სკოლა დაგვეკეტა და პირველი სემესტრის დასრულებამდე დარჩენილი დღეები დისტანციურ სწავლებაზე გადავსულიყავით. თითქმის მთელი პირველი სემესტრი მოვახერხეთ, რომ სკოლა არ გაჩერებულიყო და საკლასო ოთახებში ჩავგვეტარებინა გაკვეთილები. იმედი მაქვს, რომ ახალი წლიდან, 18 იანვრიდან, ისევ დავუბრუნდებით სწავლების ტრადიციულ ფორმატს“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი