ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების დაფასება და მათთვის საკადრისი სოციალური პირობების შექმნა“
22-12-2020, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის კუთხით გადაგმული ნაბიჯები და დაგეგმილი ამოცანები კანონმდებლებს წარუდგინა.

 


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის უწყებაში ჯარისკაცზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და ჯარისკაცების დაფასებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „ამ პერიოდში ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი სამხედროების სახელფასო, კვებითი, სამედიცინო პირობები, ასევე საბინაო, განათლების, აგრეთვე ჯარი აღვჭურვეთ თანამედროვე უნიფორმით და ფეხსაცმლით. მოვაგვარეთ მრავალი წლების განმავლობაში დაგროვილი არაერთი სოციალური პრობლემა“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, მომდევნო წლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პოზიტიური ცვლილებები გაგრძელდება.

 


ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ფინანსური და სოციალური მიმართულებით მხარდაჭერა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი