საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაზეც ისაუბრა.
მისი განმარტებით, 2020 წელს უწყებამ შეიძინა 24 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სარდლობებში შეიქმნა შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები და გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეების კორონავირუსის მართვისა და პრევენციის პროცესში ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ შეიქმნება სადეზინფექციო საშუალებების, პირადი ჰიგიენისა და დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგები; გაძლიერდება ჰოსპიტალური სექტორი; გაიზრდება საწოლფონდი, ასევე უწყება შეისყიდის ხელოვნური სუნთქვის აპარატებს; ყოველდღიური ტესტების რაოდენობა კი, 10-ჯერ მოიმატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.