ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს გრუნტის დამჭერი კედელი 45 მისამართზე მოეწყო და მსგავსი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. მათ შორის, ცხრა ძმის ქუჩა N61-ში, 300 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ვასრულებთ 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ყველა პროექტს - წელს მთელ რაიონში 700-მდე ლოკაცია მოვიცავით. ამჯერადაც, ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული იყო გამაგრების სამუშაოები, როგორც ძველი, თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე, ფერდობის შემაკავებელი კონსტრუქციები. 40 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ. ასევე, სანიაღვრე და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია განხორციელდა. ხოლო 7 მისამართზე ახალი სპორტული მოედანი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერები მოვაწყვეთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ცხრა ძმის N61-ში სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 90 000 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.