ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ნოჯიხევში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პრობლემურ მონაკვეთზე დაიგო ცემეტო-ბეტონის საფარი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 29 760 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან და საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაათვალიერეს.
მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა მოგვარებულია, მათი თხოვნა იყო აღნიშნული გზის მოწესრიგება, რადგან ამორტიზებულ გზაზე უწევდათ გადაადგილება და უხვი ნალექის შემთხვევაში საცხოვრებელ სახლები იტბორებოდა.
სოფელ ნოჯიხევში ასევე მოეწყო ხიდ-ბოგირი და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 41 167 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.