ირაკლი ღარიბაშვილი: „ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან“
22-12-2020, 21:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებას შეეხებოდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, „დელტაში“ კი ბევრი გამოცდილი თანამშრომელი მუშაობს, მაინც საჭიროა მეტი ცოდნის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან. მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით ერთგვარი გარღვევა მოხდეს და სხვა ქვეყნებთან ერთობლივი საწარმოები შეიქმნას.

 


„ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები. ვმუშაობთ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ასევე ისრაელთან. არის საინტერესო ინიციატივები. ვგეგმავთ უფრო სერიოზული, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების, ჯავშანტექნიკის წარმოებასაც 2021 წლიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით შესაბამისი მაგალითიც მოიყვანა: „ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვაწარმოოთ დრონების კარკასი, მაგრამ ტვინი, რომელიც მისი მამოძრავებელია, ჩვენ არ შეგვიძლია ვაწარმოოთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ერთობლივი საწარმოს შექმნა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი