„ელჩების კონფერენცია 2020“-ზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს
23-12-2020, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე.

 


დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე და იმსჯელეს სამომავლო პრიორიტეტებზე. 

 


მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ პანდემიით შექმნილი ტურბულენტური გარემო და ვირუსის გავრცელებით განპირობებული სირთულეები კვლავ 2020 წლის მთავარ გამოწვევად დასახელდა. 

 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ამ საკითხზე და ყურადღება გაამახვილა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების გაერთიანებული ძალებით მუშაობის მნიშვნელობაზე. 

 


ამ კუთხით, მან ხაზგასმით აღნიშნა უახლოეს პერიოდში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად შექმნილი ვაქცინის საქართველოში შემოტანისთვის მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა. 

 


ევროინტეგრაციის კუთხით საუბარი შეეხო 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს, მათ შორის მზადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტისთვის. 

 


ასევე, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გასაკეთებლად გადადგმულ ნაბიჯებზე, ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით დასახული ამოცანების შესრულებაზე.

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი