დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლეერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლეერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია Omnia Strategy-ის ხელმძღვანელის, ჩერი ბლეერის შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩერი ბლეერს გუშინ უმასპინძლა.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა საუბარი არაოფიციალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე განაგრძეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
ჩერი ბლეერი საქართველოში პირველად იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.