M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს.
კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ვაქცინაციის ჩატარება, თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია, რომ M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდეთ. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან. როგორც ვიცი, მათთან უკვე დაგზავნილია სმს შეტყობინებები, თუ სად უნდა მიაკითხონ და მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. მინდა, მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონტროლის ცენტრს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ძალიან კარგი პროგრამაა და, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ პროგრამით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ვაქცინა სახელმწიფო პროგრამიდან ფინანსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.