ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს
23-12-2020, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიაში აღნიშნული კანონპროექტების გაგზავნისა და მათი დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

 


„მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც არის ბოლომდე წელში გამართული, იმისთვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს – დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ეუთო/ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე. დაველოდოთ ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის ან ორივეს ერთად პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით. ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია, დავაყენოთ მეორე კანონპროექტზე, რომელიც დაინიცირდა წინა კვირაში, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არა მოქალაქეა და არ აკმაყოფილებს რომელიმე სხვა კონსტიტუციურ ცენზს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში დაველოდოთ მათ პასუხს და იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სამართლებრივ პოზიციას, ერთი ან მეორე ან ორივე ინსტიტუტის მხრიდან“, განაცხადა კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი