„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები აზია-წყნარი ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ
23-12-2020, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

21-23 დეკემბერს მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში გრძელდება თემატური პანელები. 23 დეკემბერს, გაიმართა სესიები აზია-წყნარი ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.



შეხვედრის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს როგორც 2020 წლის მთავარ გამოწვევაზე, ახალ კორონავირუსზე, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყნებში გლობალური პანდემიის თანმდევ სირთულეებზე. ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების პერიოდში აღნიშნული რეგიონების ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ერთობლივ ძალისხმევაზე.



ხაზი გაესვა განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან როგორც პანდემიის საწყის ეტაპზე, აფეთქების კერებიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციის კუთხით, ასევე სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარის და აღჭურვილობის მოპოვების მიმართულებით.
ასევე ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებთან  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობა.



ამასთან, დიპლომატებმა ისაუბრეს აღნიშნული რეგიონების ქვეყნებში საქართველოს პოლიტიკური ხილვადობის კიდევ უფრო გაზრდისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერების ხელშეწყობის შესახებ და იმსჯელეს ამ მიმართულებით მთავარ პრიორიტეტებზე.



ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც.

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი