21-23 დეკემბერს მიმდინარე ელჩების კონფერენციის დასკვნით სამუშაო პანელებზე, ღონისძიების მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციონირებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლობების ხელმძღვანელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო არენაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის გააქტიურების, მოცემული საკითხის დღის წესრიგში მუდმივად მაღალ დონეზე დაყენების და შესაბამისად, საერთაშორისო აქტორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაზე.
საპანელო დისკუსიების ფარგლებში განხილულ იქნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისა და სიაში შემავალ პირებზე სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებისთვის მიმდინარე აქტიური მუშაობაც.
საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებებს და ამ ფორმატის ეფექტური გამოყენებისთვის სამომავლოდ საჭირო ქმედით ნაბიჯებსაც.
ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები, სადაც აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება, საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით სტრუქტურებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდა, ასევე ახალი საფრთხეების საკითხებზე პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.