გიორგი გახარია: კეთილსინდისიერი და ამავე დროს, კომპეტენტური საჯარო მოხელე უნდა იყოს უაღრესად დაფასებული
24-12-2020, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერი სახელმწიფო აპარატი და კვალიფიციური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე დღეს ხდება უაღრესად მნიშვნელოვანი, – განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

 

 

„უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სახელმწიფოს აქვს ამბიციური გეგმა. ეს გეგმა გახლავთ, 2024 წლისთვის შევძლოთ, ქვეყანა მოვიყვანოთ ისეთ სტანდარტებამდე, რომ თამამად და რაც მთავარია, სამართლიანად შეგვეძლოს სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება. ეს ერთი ნაწილი და მეორე ნაწილია ის, რომ ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად ქვეყანაში ყოველწლიურად საჭირო იქნება უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რომლის განხორციელება და გატარებაც ეფექტიანი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური საჯარო მოხელის გარეშე იქნება შეუძლებელი.

 

 

მეორე ნაწილი – მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში გვაქვს ძალზედ დემოკრატიული, ევროპული მმართველობითი სისტემა. საპარლამენტო დემოკრატია თითქმის პროპორციული და 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამ სისტემაში კვალიფიციური და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის როლი არის ცენტრალური. ერთადერთი შესაძლებლობაა, როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ვერ ერთვებიან ქვეყნის განვითარებაში, საჯარო სექტორი არის ის სექტორი, რომელმაც უნდა დაიცვას მოქალაქის ინტერესები და უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური. სხვანაირად, ნებისმიერ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას პირდაპირი ზემოქმედება ექნება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. საჯარო სექტორი და საჯარო მოხელე არის ზუსტად ის განზომილება ჩვენი სახელმწიფოსი, სადაც ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელე – კეთილსინდისიერი და ამავე დროს, კომპეტენტური – უნდა იყოს უაღრესად დაფასებული და როდესაც საუბარია მათ სოციალურ უზრუნველყოფაზე, ხელფასების ზრდაზე, აქ უნდა ვიმოქმედოთ თამამად, რამეთუ ეს არის ფუნდამენტი, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი