პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო და ამ დახმარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, რომელმაც სპეციალურ ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
"სახელმწიფომ საკუთარი მოსახლეობის დასახმარებლად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო. რა თქმა უნდა სჯობდა მეტი, მაგრამ სურვილი შესაძლებლობას ვერ გასწვდება. დახმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის შენატანი 100 მილიონი ლარის ოდენობით დახმარება, ზოგი რომ მიუშვა ასეთ თანხას გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებისათვის ხელისუფლებაში მოსასვლელად რევოლუციასაც კი დააფინანსებდა. ზოგადად და მით უმეტეს ამ ვითარებაში, სოციალური თემატიკაში პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, თუმცა სოციალური პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს. დღეს ქვეყანას აქვს ორი ძირითადი პრობლემა ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. განსაკუთრებით მძიმეა ბავშვთა სიღარიბე, რომელიც დღემდე დაუძლეველია, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ! დიახ, არიან ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, არიან ბავშვები რომლებიც არასრულფასოვანი კვებით იკვებებიან და რა თქმა უნდა, ეს მათი ჯამრთელობისთვის არა სახარბიელოა, მაგრამ იმას რასაც პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად აკეთებენ, თითქოს ქვეყანაში ბავშვები შიმშილისგან ყოველ დღიურად იღუპებიან, რა თქმა უნდა ეს არის სიცრუე, თითქოს ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად არაფერი კეთდება ქვეყანაში ესეც არის ტყუილი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.