ირაკლი ალასანიას პარტია დავით ზალკალიანმა დატოვა - რიგში ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე დგანან?!
14-10-2015, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ალასანიას პარტია ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, დავით  ზალკალიანმა დატოვა. ზალკალიანმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა, თუმცა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ საქმიანობას ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტროში განაგრძობს. ამის შესახებ გაზეთი "ალია" დღევანდელ ნომერში წერს.


გამოცემის ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" საერთაშორისო მდივნის პოსტიდან და პარტიიდან ზალკალიანის წასვლა ალასანიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას უკავშირდება.  გამოცემის მიხედვითვე, ზალკალიანის გარდა პარტიის დატოვებას სხვა წამყვანი ფიგურებიც აპირებენ, კერძოდ, სერიოზული უკმაყოფილებაა ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ალსანიას შორის. დოლიძის მხარეს დგანან ზურაბ აბაშიძე და სულხან ღლონტი, რომლებიც ასევე უკმაყოფილონი არიან ალასანიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობით და ისინიც პარტიიდან წამსვლელთა სათარიგო სკამზე სხედან.


"როცა ირაკლი ალასანია სიტყვის თავისუფლების გადარჩენაზე საუბრობს და "რუსთავი2"-ის დასაცავად თავს სწირავს, ამ ჯგუფს [აბაშიძე-დოლიძე-ღლონტი] ისიც ახსოვს, როგორ დაარბია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია "იმედი"; ახსოვთ, რა ბინძური მეთოდებით ებრძოდათ მათ "რუსთავი2"; ახსოვთ, როგორ შექმნა ვანო მერაბიშვილმა "რეალ ტვ" და რას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი - როგორ კლავდა სიტყვის თავისუფლებას. არ შეიძლება ნამუსზე ხელი აიღო და ასე ურცხვად, არაკაცურად ამტკიცო, რომ შავი თეთრია", წერს გაზეთი "ალია" და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თემის მიმოხილვისას ალასანიას გაფლანგულ მილიონებს და სამეგრელოს რეგიონში როლანდ ახალაიასთან წაგებულ არჩევნებს ახსენებს.


"ალასანიას მიმართ პარტიაში პრეტენზიები ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა მან საკუთარი პარტიის წევრების "გადაგდება" და აკრძალული თამაშები დაიწყო, ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან. "ნაციონალებთან" გარიგებებს თავი რომ დავანებოთ, ალასანია თავისი საპრეზიდენტო ამბიციებით, პარტიზანული მოქმედებებითა და ვირეშმაკობით, პარტიის ზოგიერთი წევრისთვის ძალიან ამორალური იყო. 2012 წელს ალასანიამ მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ვერ და არ დაამარცხა ისეთი ბოროტება, როგორიც არის როლანდ ახალაია. მას ჩაბარებული ჰქონდა სამეგრელოს რეგიონი, სადაც სამარცხვინოდ წააგო და ამ წაგების უკან მისი გუნდის წევრებმა "ნაციონალებთან" გარიგება დაინახეს. ალასანიას ოფისს ყველაზე დიდი ფული ჰქონდა გადარიცხული, საუბარია რამდენიმე მილიონზე, მაგრამ დღემდე არავინ იცის, სად წაიღო ალასანიამ ეს ფული. კაცმა, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიცია ჰქონდა, ციხის სკანდალური კადრების რეჟისორების მამასთან, როლანდ ახალაიასთან წააგო არჩევნები", - წერს გამოცემა.


"ალიას" ინფორმაციით, ირაკლი ალსანიას დირექტივებს გიგა ბოკერია აძლევს და მასთან ინტენსიური შეხვედრები აქვს. სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალასანიას ალიანსის გამო დატოვეს თბილისსა და რამდენიმე რეგიონის საკრებულოებში "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარტია და ეს პროცესი გაგრძელდება.


"ალია" წერს, რომ ერთ მხარეს დგას ჯანსაღად მოაზროვნე ჯგუფი, რომელიც პარტიიდან წასასვლელად ემზადება, "ნაცებთან" ლაქიობას კი მხარს უჭერენ ალექსი პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე, რომლებიც ალასანიას ორბიტიდან არასოდეს წავლენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი