ჰააგის სასამართლოს პროკურორი 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს
14-10-2015, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. პროკურორმა მოსამართლეებს მიმართა და 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის გამოძიება მოსთხოვა.


“არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ კონფლიქტისას ადგილი ჰქონდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველების განდევნის კამპანიას და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შესაძლო მონაწილეობით, მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად, 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 13 400-დან 18 500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5 000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა.

 

 

ზემოაღნიშნულ და სხვა სამართალდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო პირთა კუთვნილი ქონების მასობრივი განადგურება, მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, ქართული მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში, მინიმუმ, 75%-ით შემცირდა”, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი