"ამ საკითხთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილი ინსინუაციებს აქვს ადგილი ივანიშვილის მხრიდან. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ისე როგორც არასდროს, "თავისუფალი დემოკრატები" არის ერთიანი, - ასე აფასებს"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ზალკალიანის მიერ პარტიის დატოვებას.
"ეს არ არის დღევანდელი ამბავი. დავით ზალკალიანი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც შექმნა "თავისუფალი დემოკრატები". 6 თვით ადრე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას გაეგრძელებინა მუშაობა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, რომელსაც მანამდე ლევან დოლიძე ხელმძღვანელობდა. არასამთავრობო სექტორში საქმიანობა, ბუნებრივია, არ უნდა იყოს აღრეული პოლიტიკურ საქმიანობასთან. ეს არის და ეს და ამ საკითხთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილ ინსინუაციებს აქვს ადგილი ივანიშვილის მხრიდან. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ისე როგორც არასდროს, "თავისუფალი დემოკრატები" არის ერთიანი, ჩვენ ვძლიერდებით და გუშინ ახალი წევრიც შემოგვემატა, რაც გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დასმულ კითხვაზე, პარტიის დატოვებას ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც აპირებენ, ალასანიამ ხუმრობით უპასუხა.
"მეც ვაპირებ, რომ დავტოვო "თავისუფალი დემოკრატები". ამ ჭორებს ნუ აჰყვებით", - განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.