2020 წლის 25 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს აკირა იმამურას შეხვდა.
ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიესალმა იაპონიის ელჩის თანამდებობაზე აკირა იმამურას დანიშვნას და წარმატებები უსურვა მას დიპლომატიურ საქმიანობაში.
საუბრის ძირითადი თემა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა გახლდათ. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა სახელშეკრულებო ბაზის განვითარების კონტექსტში, საინვესტიციო და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების, იანვრის ბოლოს ხელმოწერის მზაობა.
ასევე ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების ბოლოდროინდელ პოზიტიურ დინამიკას.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მთავრობის მიმართ, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ გააღრმავონ ორ ქვეყნის შორის ურთიერთობები.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.