ილია მეორე: დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო
14-10-2015, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ ვინც ცხოვრობს საქართველოში - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.


პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ასევე არის წმინდანთა, მირიანისა და ნანას და პირველი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკის ხსენების დღე.


"გილოცავთ ამ დღესასწაულს სვეტიცხოვლობას, დღეს არის მთელი ერის ზეიმი. დღევანდელი დღე არის დღესასწაული არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია და მე, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. კვართი უფლისა - ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ინება, რომ ეს სიწმინდე ჩამოეტანათ საქართველოში და საქართველოში ყოფილიყო დასვენებული. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ ღმერთი განსაკუთრებით სწყალობს საქართველოს, განსაკუთრებული მადლი ტრიალებს საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გაანალიზოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შეცდება ამაში. საქართველო მუდამ იდგება სიკეთის და სიწმინდის გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, სიმშვიდე და ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, მალე დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფალი ბძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, თქვენ ეძიებდით და ჰპოვოთ. დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ ვინც ცხოვრობს საქართველოში.


მინდა დღევანდელი დღესასწული მივულოცო ყველას, აფხაზებს, რუსებს, სხვა ერების წარმომადგენლებს ოსებს, ბერძნებს, წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და სიყვარული ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი