„ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ - წლიური ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ჯარისთვის ღირსეული პირობების შექმნაზე ისაუბრა
25-12-2020, 21:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამება სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრით დაიწყო. თავდაცვის უწყებაში 2020 წელი სამხედროების ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალურ პირობების შექმნას ემსახურება. 

 

 

წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე ხელფასების ზრდა, გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი და სამედიცინო სერვისები ის არასრული ჩამონათვალია, რაც სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყებაში გატარდა. 

 

 

სოციალური პირობების გაუმჯობესების კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება საბინაო პოლიტიკაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ქვეყნის წინაშე სამხედროების მრავალწლიანი სამსახური სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და სწორედ ამ მიზნით, ახალი საბინაო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები ბინის მიღებას სამინისტროს 50%-იანი თანამონაწილეობით და შიდა უპროცენტო განვადებით შეძლებენ. მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების სამხედროებისთვის საკუთრებაში დაკანონების გადაწყვეტილებაზეც მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია და  სამხედროების წინაშე 2007 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებაზეც ისაუბრა, რომელიც  2000-ზე მეტი სამხედროს წინაშე აღებულ ბინით უზრუნველყოფის ვალდებულებას გულისხმობს. 

 

 

ქართული ჯარისთვის ღირსეული პირობების შექმნაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა სამხედროების ნატოს სტანდარტების ეკიპირებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად, ჯარი სრულად არის უზრუნველყოფილი ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით და უნიფორმით. 

 

 

ჯარისკაცების კვებითი რაციონის გამრავალფეროვანება, კვების ხარისხის გაზრდა და ქართული გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით ჯარის მომარაგება თავდაცვის უწყებაში მინისტრის ინიციატივით 2020 წელს გატარებული ამბიციური ნაბიჯების ნაწილს წარმოადგენს.  

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედროების განათლების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით, ქართული ჯარის სიმტკიცის და წარმატების გარანტი. განათლების ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის ინიციატივით სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის წელს სწავლის საფასურის 50%-იანი თანადაფინანსება დაიწყო, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი, „მინისტრის სტიპენდია“დაწესდა, რომელიც სემესტრულად 750 ლარს შეადგენს.

 

 

წლის საქმიანობის შეჯამებისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ზრუნვის ფარგლებში უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებაც ისაუბრა. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა დაშავებული სამხედროებისთვის ფინანსურ დახმარებაზე, საჭირო ოპერაციების დაფინანსებაზე და ა.შ. მინისტრმა დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით, წეროვანში უპრეცედენტორეაბილიტაციის ცენტრის ფუნქციონირებაზეც ისაუბრა და აშშ-ის მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი