ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს ერთ-ერთ ამ მიზნად დავისახეთ ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა
25-12-2020, 21:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. 

 

 

„2020 წელს, ერთ-ერთ მიზნად დავისახეთ ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ მიზნისთვის, 2020 წელს წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მილიონი ლარი გამოვყავით. შედეგად, წლის ბოლომდე, ჯამში 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

 

 

განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ჯარში გაგრძელდება ინტენსიური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესი. მისივე თქმით, არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება-განახლების პარალელურად, ახალი ყაზარმებისა და სხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობაც იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი