დღეს (18 თებერვალი) დილიდან თბილისში რამდენიმე სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცული არიან 140 ნომრის მძღოლები, რომლებიც ამჟამად მოსკოვის პროსპექტზე არიან შეკრებილი. მათი თქმით, დამქირავებელი კომპანია დღიური გეგმის მომატებას აპირებს, გეგმა ახლა ისედაც მაღალია და ის 55 ლარს შეადგენს.
მძღოლების ინფორმაციით, კომპანია გეგმის მომატებას დაახლოებით 10 ლარით აპირებს.
"ისედაც მაღალია ჩვენი დღიური გადასახადი. იმის მაგივრად რომ დაგვიკლონ, გეგმას გვიმატებენ", - აცხადებენ მძღოლები.
მათივე ინფორმაციით, გაფიცული არიან 149 ნორმის მძღოლებიც. 140 ნომერი მოსკოვის პროსპექტიდან საბურთალოსკენ გადაადგილდება, 149 ნომრის მარშუტი კი ვარკეთილი-საბურთალოს ხაზზე მოძრაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.