„ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება ქვეყნის სამხედრო საექსპორტო პოტენციალს საგრძნობად გაზრდის.
„ამ მიმართულებით, მომდევნო წელს ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად, რაც გააძლიერებს თავდაცვის ძალებს და გაზრდის ქვეყნის სამხედრო საექსპორტო პოტენციალს. გეტყვით, რომ მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად დაწყებული გვაქვს წინასწარი საუბარი, მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად. კერძოდ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ქართული ქვედანაყოფები საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანებით აღიჭურვა - „დელტას“ მიერ წარმოებული 40 ერთეული მოდერნიზებული სამხედრო მანქანა „დიდგორი მეომარი“ და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდა. „მიმდინარეობს „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული სამხედრო მრეწველობის მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.