ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში
25-12-2020, 22:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა მიმდინარე წელს საგრძნობლად გაძლიერდა. მინისტრმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლება, რომელიც  2 დეკემბერს დამტკიცდა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. 

 

 

„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი