ირაკლი ღარიბაშვილი: „მადლობა ქართველ სამხედროებს სამშობლოს ღირსეული წარმოჩენისთვის და მსოფლიო მშვიდობის დაცვისთვის“
25-12-2020, 22:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, გმირული თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს სამშვიდობო მისიებში დიდი წვლილი შეაქვს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მომავალ წელსაც გააგრძელებს ღირსეულ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

 

 

„საქართველო, როგორც ევროპული ღირებულებების ერთგული საზოგადოება  ევროატლანტიკური სივრცის წევრობისკენ მიისწრაფვის. ჩვენს სამხედროებს, თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით,  დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთი - ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ თუ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელი მისიები - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის და მათი არაერთი გმირული თავდადებისთვის. მადლობა მათ სამშობლოს ღირსეული წარმოჩენისთვის და მსოფლიო მშვიდობის დაცვისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი