ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგული და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
25-12-2020, 23:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგულ და ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებს,  მათ მხარდაჭერას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა   პრეზენტაციაზე „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ განაცხადა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა  თავდაცვის უწყების საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას,  ყურადღება  ნატოსთან, აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და მათ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამ თვალსაზრისით,  ყოველდღიურად ვაძლიერებთ  პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომელიც  ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელმაც  ახლახან თანამშრომლობის  ხელშეკრულება გააფორმა ნატოს გაერთიანებული ძალების  სასწავლო ცენტრთან და  ჩამოყალიბდა ნატოსთან აფილირებულ ცენტრად.  ეს კიდევ ერთი დასტურია  იმისა,  თუ როგორ წარმატებით იმართება აღნიშნული ცენტრი ქართველი  სამხედროების მიერ.

 

ნატოსთან თანამშრომლობის პარალელურად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი,  ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც საყოველთაო შეფასებით, მათ შორის, ამერიკელი კოლეგების შეფასებით, არასოდეს  ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ჩვენ გავაფორმეთ და აქტიურად ვასრულებთ 3 წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და ვალდებულებებს.  მოგეხსენებათ,  რომ ბოლოს ჩემი ვიზიტის დროს განახლდა 3 წლიანი ხელშეკრულება“.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა  საზოგადოებას დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისპირეთისა  და სკანდინავიის ქვეყნებთან, თურქეთთან   ორმხრივი თანამშრომლობის  ფარგლებში განხორციელებული  პროექტები გააცნო  და განმარტა,  რომ  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში თავდაცვის სფეროში ურთიერთობები გაღრმავდა  და უფრო ნაყოფიერი გახდა.

 

 

საერთაშორისო  პარტნიორებთან თანამშრომლობის კონტექსტში მან მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და  ნატოს  წევრ  ქვეყნებთან განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრა: „საერთაშორისო სწავლებების მზარდი დინამიკა და მასშტაბები კი, ნატოს წევრი ქვეყნებისა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერასა და მუდმივ რეჟიმში  ჩვენი ჯარის გაძლიერებას. 2020 წელს, კოვიდპანდემიის მიუხედავად,  მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) წარმატებით ჩატარდა“.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ნდობის გამყარებას, საერთო მიზნისა და  ღირებულებების დაცვასა  და   ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნის დონის  ამაღლებას უწყობს  ხელს.



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი