ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-7 როტაციის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.
სამხედრო სწავლების პერიოდში მე-11 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა.
წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. სამხედრო სწავლებაში განსაკუთრებული ადგილი ტაქტიკურ მართვას, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირებას, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებასა და აღსრულებას დაეთმო. სწავლებაში ჩართულები იყვნენ საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები.
მე-7 როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, 1-ლი დივიზიის, 1-ლი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი - „ასკალონ“ უწევდა. GDRP-T მე-7 როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.