რუსეთის თანხმობა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუამავლობით განიხილოს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხის გადახდის საკითხი, ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედს გვაძლევს, - განუცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პირველ არხს.
მისივე განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს ამ ვალდებულების შესრულებას მუდმივად ახსენებდა.
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მუდმივად ახსენებდა ვალდებულების შესახებ რუსეთის ფედერაციას, რათა გადაეხადა 10 მილიონი ევრო, მინიმუმ 1 500-ზე მეტი მსხვერპლისათვის და ამ მიმართულებით არის წინსვლა. რუსეთის ფედერაცია დათანხმდა, რომ განიხილოს მოდალობები, რომლის მიხედვით, ამ საკითხის გადაჭრა მოხდება ევროპის საბჭოს შუამავლობით. ეს ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედებს გვაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ გადახდის ნაცვლად, ჩვენ ვიწყებთ განხილვას მოდალობების მიხედვით, როგორ უნდა მოხდეს ეს”, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას, მათი უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.