საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორს, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, შოქრატ ზაკირს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობისა და საქართველოს ისტორიული როლის ახალ, თანამედროვე კონტექსტში წარმოჩენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მხარეებმა ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას – “ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელი”, რომელსაც საქართველო პირველი გამოეხმაურა. აღინიშნა, რომ სწორედ ახალ ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ კავშირებს ეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი,” რომელიც ხვალ გაიხსნება და მას 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ჩინური მხარის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორს და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის კონცეფციის ფარგლებში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გლობალურ პროექტებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციასთან ერთად, წარმატებით ვითარდება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჩინეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.