ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ თქვა, რომ ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო - ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება - „არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“
27-12-2020, 21:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. მან ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართვისას თქვა, რომ ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო - ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება - „არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახან არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება“.

 


„სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა – როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, არამედ პირიქით, ძლიერდება და გაძლიერებულა, რა არის ამის მიზეზი? ამას აქვს მარტივი ახსნა, „ნაციონალური მოძრაობა“არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. ეს არ არის პერსონების მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახან არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომას, ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი