დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით სტაბილურდება, მაგრამ, მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციისა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და რეგულაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია.
„ქვეყანაში იკლებს ეგრეთ წოდებული დადებითობის პროცენტი. თუ დეკემბრის პირელი ხუთი დღის საშუალო დადებითობის პროცენტი გვქონდა ტესტირებაზე 28 და 29 პროცენტამდე, დღეს ეს მაჩვენებელი 13,5 პროცენტზეა. ასევე თუ შევადარებთ, პირველ დეკემბერს დადებითობის მაჩვენებელი იყო სადღაც 26 პროცენტი, 26 დეკემბერს კი დადებითობის პროცენტი იყო 13, ანუ განახევრებულია.
ყველა ეს ერთად ინდიკატორი- ინციდენტობის შემცირება 100 ათას მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებლის ქვესვლა მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფიცირება მცირდება. ასევე თუ შევადარებთ ცხელ ხაზზე ზარებს, 112-ზე და ასე შემდეგ, ნახავთ, რომ „კოვიდის“ გამო ნაკლები მიმართვიანობაა. ასევე ნაკლები მიმართვიანობაა პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ვითარება ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს არავითარ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შესაძლოა, ვითარება გამწვავდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.