ჩინეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარეს ჩჟან დეძიანგს შეხვდა.
ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, ხოლო მას შემდეგ, რაც 23 წლის წინ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. მისი განცხადებით, ახალი პროექტი – "ერთი სარტყელი - ერთი გზა" თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
"ამ წამოწყებას ბევრი ქვეყანა გამოეხმაურა და მათ შორის საქართველოც. ფორუმი, რომელიც ამ დღეებში საქართველოში გაიმართება, უკეთესი მიღწევების საწინდარი იქნება. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, საქართველო შეიძლება გახდეს აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტების ჰაბი", - აღნიშნა ჩჟან დეძიანგმა.
ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩინეთში გატარებულ რეფორმებზე, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, ჩინეთი დღეს, მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა.
ჩჟან დეძიანგმა განაცხადა, რომ ჩინეთი აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტირიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი თქმით, ჩინეთის მიზანია მჭიდრო ეკონომიკური და საქმიანი კავშირების დამყარება. მან ქართული მხარისთვის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და საშეღავათო პირობების დაწესება.
"თქვენი განსაკუთრებული მდებარეობა თქვენი უპირატესობაა", - განაცხადა ჩჟან დეძიანგმა.
ჩჟან დეძიანგმა აღნიშნა ისიც, რომ თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რაზეც მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს, ეს გააადვილებს საქართველოს და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ქართული პროდუქცია მარტივად მოხვდება ჩინურ ბაზარზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თავის ჩინელ კოლეგას მასპინძლობისთვის და ორ ქვეყნას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
"ჩვენ მზად ვართ გავხდეთ მონაწილე ახალი კონკრეტული პროექტებისა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის სასარგებლო იქნება. აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობაზე, დღეს კონფერენციაზე ვისაუბრე. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ საკმაოდ მომგებიანი ადგილმდებარეობით. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "პრობლემების მიუხედავად, საქართველო ევროპისკენ სვლას განაგრძობს".
დავით უსუფაშვილმა შეხდრაზე ხაზი გაუსვა ქართული მხარის ჩინეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების სურვილს.
"ჩვენ ჩინელ ბიზნესმენებს ბევრ შესაძლებლობებს ვთავაზობთ, რისი დასტურიც თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის" ფორუმია. ყველა პოლიტიკური პარტია მომხრეა ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთიბების", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გაითვალისწინებს ჩინეთის გამოცდილებას.
დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, მოხერხდეს ისეთი კონფრენციის ორგანიზება, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან აბრეშუმის გზის პროექტით დაინტერესებული ქვეყნების პარლამენტარები და საკუთარი კანონმდებლობების დონეზე მოახდნენ გამოცდილების გაზიარებას და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას. მისივე თქმით, კონფერენციაზე საბანკო სფეროს მოწვევაც შეიძლება.
"მოხარული ვართ, რომ კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოში ჩინურის სწავლის მსურველები რიცხვი გაიზარდა. მსოფლიო უკვე მადლიერი უნდა იყოს ჩვენით - საქართველომ ღვინო მისცა და თქვენ ჩაი. დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ საქართველოში და გიმასპინძლებთ თქვენთვის მისაღებ დროს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.