კორონავირუსზე ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და საკოლმეურნეო ბაზრობებზე დასაქმებულები ჩაერთვებიან
28-12-2020, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსზე ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და საკოლმეურნეო ბაზრობებზე დასაქმებულები ჩაერთვებიან, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

 

 

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ტესტირების გაფართოებაზე და მასში სხვადასხვა ჯგუფის ჩართვაზე იმსჯელეს. გამყრელიძის განმარტებით, სწორედ ტესტირების გაფართოების გზით მოხდება ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა.

 

 

„დღეს საბჭოზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, იანვრის განმავლობაში, ამ ახალ წლებზე ტესტირების მეტად გაიოლებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით. როგორც ანტიგენის, ისე პისიარის (PCR) ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, რადგან მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან ახლა, როცა ტრანსპორტი არ მუშაობს. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩაერთონ ჩვენი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რადგან ამ ხნის განმავლობაში იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალი. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექნება და რამდენიმე დიდ ბაზრობაზე, საკოლმეურნეო ბაზრობაზეა საუბარი, სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული. ზოგადად ეს მიმართულება, ე.წ. გაფართოებული ტესტირება ვერსუს ლოკდაუნები, შეზღუდვები, იქნება ერთ-ერთი მიმართულება შემდგომში ეკონომიკის თანდათანობით გახსნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი