მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და დღეში გვყავს დაახლოებით 1 000-1 500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდებოდა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ გლობალური გამოწვევა – პანდემია, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, გარკვეული პერიოდი ჯერ იქნება.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, გარკვეული პერიოდი, ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირებულების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ ჩამოვიყვანეთ ქვემოთ. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და დღეში გვყავს დაახლოებით 1 000-1 500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდებოდა“, – განაცხადა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.