ალეკო ელისაშვილი: ახლა დროა პოზიციების დაახლოების და ვინც ცაში იყო, მიწაზე დაეშვას
28-12-2020, 18:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახლა დროა პოზიციების დაახლოების და ვინც ცაში იყო, მიწაზე დაეშვას, - განაცხად პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.

 

 

როგორც ელისაშვილი მიიჩნევს, ზოგიერთი პარტიის რადიკალიზმი ხელმოცარულობით არის გამოწვეული, ვინაიდან არჩევნებზე სათანადო მანდატები ვერ მიიღეს.

 

 

მისი თქმით, ე.წ. რადიკალების თავდასხმის ობიექტი თავდაპირველად პარტია „მოქალაქეები“, ახლა კი „ლელო“ გახდა.

 

 

„ზოგიერთი პარტიის რადიკალიზმი იმითაა გამოწვეული, რომ ხელმოცარულები არიან, პარლამენტში ვერ მოხვდნენ ან სათანადო მანდატები ვერ მიიღეს, ამიტომ არიან გამწარებულები, გარადიკალებულები. ვინმე მათგან განსხვავებულ აზრს თუ იტყვის, ლამის, ყელი გამოჭრან. ვნახეთ, რომ ლამის ერთი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია „მოქალაქეები“ ვიყავით თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ჩვენ გვწამს და გვჯერა იმის, რასაც ვამბობთ. ამიტომ საერთოდ არ მივაქციეთ ყურადღება ამ თავდასხმებს. ახლა თავდასხმის ობიექტი გახდა „ლელო“, რადგან „ლელოც“ ამბობს სწორ რამეს, რომ შეთანხმება საჭიროა, მათთვის რიგგარეშე არჩევნები პროპორციული წესით 2022 წელს იქნებოდა მისაღები. რა არის ამაში გასაკვირი, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოთხოვნაა. რადიკალები თავს დაესხნენ სწორედ იმის გამო, რომ რევოლუციის გარდა, ვინმე რამეს თუ ფიქრობს და ამბობს, ის ხდება თავდასხმის ობიექტი.

 

 

მათ რევოლუციის გარდა სხვა არანაირი გეგმა, სტრატეგია არ აქვთ. რევოლუციის მოლოდინიც ძალიან ეფემერულია, ან იქნება, ან არ იქნება ეს მღელვარება. ან შეძლებ, ან ვერ შეძლებ. ჩვენ წინააღმდეგებიც ვართ, რომ რევოლუცით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ვიღაცას ეს გულით უნდა, თუმცა არც ამის გეგმა და ხედვა არ არის. ეს არის უბრალოდ არასერიოზული სადღეგრძელო, რომელსაც ძალიან გამოცდილი პილიტიკოსები ამბობენ, ესაა აღმაშფოთებელი.

 

 

 

ოპოზიციის ერთ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მოხდება შეთანხმება, მე ასე ვუყურებ. ზუსტად ვერ ვიტყვი, ვინ იქნებიან ესენი, მაგრამ იქნებიან ისინი, ვისაც მეტი პასუხისმგელობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე და ვინც არის ადეკვატური. ეს პროცესი გამოაჩენს, ვინ არის ადეკვატური, ვინ ფიქრობს ხალხზე, ქვეყნის მომავალზე და ვის უბრალოდ რევანში და რევოლუცია, არეულობა და უბედურება უნდა. არის ზოგიერთი პარტია, რომელსაც საერთოდ არ უნდა ეს შეთანხმება, არ უნდოდა პირველი დღიდან და მათ ამ რადიკალიზმსაც აქვს კონკრეტული მიზეზი – არჩევნების შედეგად ხელმოცარულები არიან“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი