სვეტიცხოვლობა ჩვენი სარწმუნოებისა და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლობა მოსახლეობას.
მთავრობის მეთაური სვეტიცხოველში დღეს სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პრემიერ-მინისტრმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული უწმინდესს განსაკუთრებით მიულოცა და მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
„თქვენ აერთიანებთ და ამთლიანებთ მთელს ერს, ჩვენს გამორჩეულ ერს. თქვენ ხართ მართლაც მაგალითის მიმცემი ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას", - მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
მთავრობის მეთაურმა სვეტიცხოვლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის განსაკუთებული დღე, ეროვნული დღესასწაული.
„ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას. დღეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქრისტიანისთვის, მართლმადიდებლისთვის და ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული, განსაკუთრებული. არ მეგულება ქართველი, რომელიც ამ ტაძარში შემოდის განსაკუთრებული მოწიწების და განცდის გარეშე. მე პირადად, ეს გრძნობა მეუფლება, როდესაც ამ ტაძარში შემოვდივარ. ამ დღეს თითოეული ქართველი ვზეიმობთ. მინდა, ყველას გისურვოთ სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და როგორც ჩვენმა უწმინდესმა აღნიშნა, გამთლიანება ჩვენი ქვეყნის და, პირველ რიგში, ჩვენი ერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.