კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 837 თბილისში, 367 იმერეთში, 125 კი აჭარაში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 „პისიარ“ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 208 951-მდე.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 367, ქვემო ქართლი – 132, შიდა ქართლი – 144, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 147, მცხეთა-მთიანეთი – 34, სამცხე-ჯავახეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 488, იმერეთში – 1 055. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513, აჭარაში – 101, იმერეთში – 209.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 29, იმერეთში – 52. 1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 478- თბილისში, 569 – აჭარაში, 92 – იმერეთში. 5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 92, ხოლო იმერეთში – 13.
სულ 6 ოქტომბრიდან – 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 037 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 920 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 453 პირი, აჭარაში – 2 942, იმერეთში – 3 865“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.