სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ასფალტის საფარი დაიგო ნაკადულის პირველ და მეორე გასასვლელებში, ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩები. სამუშაოების დასკვნით ეტაპს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო 10 000 კვ. მ ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარებიც. ასევე, ორი დამჭერი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე დამონტაჟდა.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, გასულ წელს სამგორის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. წმინდა ბარბარეს უბანში ყველა ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო.
საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ენდი როუდი“ განახორციელა. პროექტის შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 882 000 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.