1846წ. ტფილისელები ძირითადად მაყალით თმებოდნენ, რომელი 1846 წლისთვის ათასობით იყო. ამიტომაც ქალაქი დღეში ათასამდე ,,ვიუკს“ (საქონელზე აქეთ-იქით გადაკიდებული ტვირთი, უდრიდა ორ ტომარას და წონით ერთი ფუთი იყო) მოიხმარდა 25 დან 40 ვერცხლის კაპიკამდე ღირდა. მთავარი გასაყიდი ადგილი ვირის ბაზარი იყო. მენახშირეები გაუყიდავ ნახშირს ინახავენ (ასაწყობებენ) ან სოლოლაკის ხევში ან სხვადასხვა ხელოსნებთან. ნახშირს ამზადებენ ტფილისის გარშემო 3-30 ვერსის შემოგარენში. მენახშირეები, ისევე როგორც მებაღეები, მუშები, სახლში ხელზე მოსამსახურე და შავი მუშა ტფილისში, იმერლები ყოფილან (ხშირ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოც იგულისხმება). ისინი თავიანთი მწირი მიწებიდან ლუკმა-პურის საშოვნელად ტფილისს იყვნენ გამოქცეულები. ქალაქის შემოგარენში დაბანაკებული მენახშირეებს თავიანთი ამხანაგობები ჰქონდათ შექმნილი და შრომაც განაწილებული იყო. ზოგი ამზადებდა, ზოგს გადაჰქონდა, ზოგნიც ჰყიდდა და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ. ნახშირი ძირითადად სახედრებით გადაჰქონდათ. ტყის პატრონებს ერთ ორმოში კვირაში ორ ტომარა ნახშირს უტოვებენ. მთებსა და ტყეში ცხოვრებისას იმერლები ხარის რქის ყანწი ღვინით და მწვადის მიყოლებით ირჩენდნენ თავს. ცხოვრობდნენ მშვიდობიანად, შურის და მოტყუების გარეშე. თუ ვინმე ფულის მოგროვებას მოახერხებდა და სურვილი ექნებოდა ცოლის მოყვანასაც ახერხებდა, ოღონდ მენახირეობას თავს არ ანებებდა, მაგრამ შესაძლო იყო ამით დაწყებულიყო მისი უბედურებაც, რადგან ოჯახის შექმნამდე იგი ადამიანის ფორმის გამურულ არსებას გავდა და მასში კაცი ძნელად ამოიცნობოდა, დაოჯახების შემდეგ ,,მოწესრიგების“ შედეგად ,,კაცის შვილს“ ემსგავსებოდა და ტყე-ღრედან საცხოვრებლად ქალაქთან ახლოს (უფრო წავკისში) ან ქალაქში მოდიოდა. ერთ ,,მშვენიერ“ დღეს იგი როგორც ბატონს გამოქცეული გლეხი პოლიციას უვარდებოდა ხელში. ბატონიც აიძულებდა განაცდურის ანაზღაურებას. ეს საცოდავი კი ბატონს უკან რომ არ ,,წაეთრია“ იძულებული ხდებოდა მთელი დანაზოგისთვის მოსესხებული ფულიც დაემატებინა თავის გამოსასყიდად და ბატონისთვის მიეცა. თუ მოახერხებდა მაშინ თავისუფლდებოდა იმ იმედით, რომ ქალის ბატონი ვერ მიაგნებდა მას. ასეთი სამწუხარო ისტორია გამოიკვეთა ერთთა ქართველთა ცხოვრებიდან.
ედიშერ ოდიშარია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.