სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც 2020 წელს განხორციელებული პროექტების და 2021 წლისთვის განსახორციელებელი პროექტების ანგარიში წარადგინა.
სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერები, მოადგილეები და საკრებულოს თავჯდომარეები.
სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა რეგიონში 2020 წელში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაზე.

• დაგეგმილია აბასთუმნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი რაც მოიცავს ისტორიული სახლების რეაბილიტაციას,დაბის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, პარკი„როშას“ რეაბილიტაციას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობას;
• დაწყებულია, მიმდინარეობს და იგეგმება დაბა ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბმაშია 2023 და 2025 წლების საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებთან;
• ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელდება დ.ასპინძის ოთის,ოშორის,იდუმალის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოხდება წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია, საფილტრი ნაგებობების მშენებლობა, ავტომატიზირებული საქლორატოროების მშენებლობა, დაზიანებული ქსელის შეცვლა, წყლის დებეტის გაზრდა-ტენდერი შედგა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესია;
• დაიწყება წაღვერის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია- მიმდინარეობს პროექტირება;
• მიმდინარეობს ვალეში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია - 4988585ლ;
• მიმდინარეობს ქ.ახალციხის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება. პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება იგეგმება ყოფილ სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე სპორტ კომპლექსის, ახალგაზდული ცენტრის და კინოთეატრის გაკეთება;
• გაგრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის 77 კმ. გზის რეაბილიტაცია, ზეკარის უღელტეხილზე 3 კმ. სიგრძის გვირაბით. დასრულდება 2024 წელს;
• გაგრძელდება ხულო-ზარზმის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამი ეტაპი, დასრულდება 2022 წელს. აბასთუმნის 51 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდება მდინარის კალაპოტის გასწვრივ სრულად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე;
• 2021 წელს დასრულდება ახალქალაქთან მისასვლელი გზის 9 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია;
• დასრულდა ახალქალაქი-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებით 23 კმ. საგზაო მაგისტრალის მშენებლობა, აგრეთვე ახალქალაქის შემოვლითი გზის 2.3 კმ. გზის რეაბილიტაცია;
• დაიწყება ქ.ახალციხეში ყოფილი „მესაზღვრეთა ქალაქის“ რეკონსტრუქცია - განვითარება (დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა 150 ბავშვზე);
• დაიწყება ქ.ახალციხეში ტბის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება - ველობილიკები, სამი სტადიონი, ბავშვთა ატრაქციები, შადრევანის აღდგენა, დასასვენებელი ზონის მოწყობა.
• დაიწყება ახალციხეში საცურაო აუზისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა;
• დასრულდა 2 სკოლის მშენებლობა ჩუნჩხასა და პტენაში, 2021 წელს დასრულდება 5 სკოლის (ჭაჭარაქი, ორლოვკა, ბენარა, ღორთუბანი, ორგორა) მშენებლობა და 10 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია და სხვა.
• აღსანიშნავია აგრეთვე ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფ. ჭიხარულასა და ბალანთის გზების რეაბილიტაცია. გზის მოწყობა გაგრძელდება 2021 წელს სოფ. ტაბაწყურამდე;
• მიმდინარეობს და გარძელდება ვაჩიანი-ოკამი- გოგაშენი გზის რეაბილიტაცია, მოასფალტებულია 9 კმ. დარჩენილია 11 კმ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის 2020 წლის გაწეული სამუშაო ანგარიში. ა(ა)იპის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე, საანგარიშო პერიოდში სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა და მიმართულებები გააცნო. მოხდა 2020 წლის ანგარიშისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.