დავით ზალკალიანი: საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების დანიშვნა ქვეყნის წარმატების გარანტიაა
29-12-2020, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის  მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა. 

 


ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად, რაც საქართველოს უდიდესი წარმატებაა.



საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) წევრად, ასევე  BSEC-ის  მუდმივმოქმედი სამდივნოს სამართლებრივი მრჩევლის თანამდებობაზე;         

საქართველოს მთავრობამ ხელახალი ვადით წარადგინა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 2022-2025 წლების ვადით. 2021 წლის 1იანვრიდან საქართველო 1 წლის ვადით გადმოიბარებს სუამ-ის თავმჯდომარეობას. 

ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების  განხორციელების,  ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების  მიზნით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აღნიშნულ კონტექსტში,  როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს კანდიდატურების საერთაშორისო ორგანიზაციებში დანიშვნა, საქართველოს წარმატების გარანტიაა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი