მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის დახმარების კამპანია გრძელდება. საკვები პროდუქტები და საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 700-მა ოჯახმა მიიღო.
მესტიის მერიის ცნობით, დახმარება გაიცა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: მესტიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, შშმ პირები, უკიდურესად შეჭირვებული ხანდაზმულები, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახები.
დახმარება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორცილედა, საახალწლო საჩუქრები და სასურსათო პაკეტები კი წითელი ჯვრის მოხალისე ახალგაზრდების ხელშეწყობით მომზადდა და დარიგდა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროდუქტი დარიგდა ასევე ა.(ა).ი.პ. "მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების" და მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების ხელშეწყობით.
პროდუქტების გაცემისას დაცული იყო ვირუსის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.