ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება, რაც, მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. ეს იქნება ყველაზე მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება“, - განაცხადა თურნავამ.
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.