მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში საგზაო სამუშაოები 110 მისამართზე შესრულდა. ასფალტისა და ბეტონის საფარი ჯამში, 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ წელს 3,5 მილიონი ლარი დახარჯა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლოტკინის დასახლებაში, გეგუთის ქუჩაზე განხორციელდა, სადაც გზის რეაბილიტაცია სრულდება. გეგუთის ქუჩასა და ზეკარის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე 340 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, ქუჩის დიდ ნაწილზე მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 110 მისამართზე მოახერხა საგზაო სამუშაოების შესრულება. ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა კიდევ ბევრ ქუჩაზეა საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი, რაც უკვე 2021 წლის გეგმებში შედის. კონკრეტულად, გეგუთის ქუჩაზე ათეულობით წლებია გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. აქ არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა და ამორტიზებული იყო გზის საფარი, რის გამოც ფეხითმოსიარულეებს და ავტომანქანის მძღოლებს გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. დღეიდან მოქალაქეები სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 440 000 ლარი გამოყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.