ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული - ეს თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია
30-12-2020, 12:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“დღეს ჯარი იმაზე ძლიერია, ვიდრე იყო 10 ან 1 წლის წინ. ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული, რომელიც თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია, რომელსაც ვერ გამოიგონებ. ეს არაა რობოტი, რომელსაც დააპროგრამებ. არსებობს ქვეყნები, რომელთა ჯარისკაცებსაც არ შეუძლიათ ომი, ბრძოლა, რადგან ბრძოლისუნარიანები არ არიან“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ ნატოსთან და აშშ-თან წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა. 

 

 

„ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP) და აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ვახორციელებთ და ვასრულებთ. ეს არაერთგზის დადასტურდა ნატოს შეხვედრების დროს, მათ შორის შარშან, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში ვიზიტისას, როდესაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებდა განახლებულ პაკეტს. ეს დადასტურდა დეკემბრის თვეში, რაც არის რეალურად ჩვენი პროგრესის აღიარება. აქვე მინდა, გამოვყო SNGP-ის ფარგლებში გახსნილი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მეხუთე წელია და რომელსაც ჩემს დროს ჩაეყარა საფუძველი. მე მადლიერი ვარ, რომ ახლა მიწევს წვლილის შეტანა ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

 

„ჯარში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა განათლებას, მუდმივად ტარდება წვრთნები. მინდა, გამოვყო აშშ-სთან გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ში ვიზიტისას განვაახლე. ამ სამწლიანი კონტრაქტის ფარგლებშია მოქცეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც ჩვენი და აშშ-ის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის წარმატების კლასიკური მაგალითია. ეს პროგრამა გულისხმობს ჩვენი სამხედროების გადამზადებას ამერიკელი სამხედროების, ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ. შედეგად, ჩვენ ვიღებთ ამერიკული სტანდარტით ჯარის მომზადებას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი