დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით, დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი მიიღეს. მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის ახალშეძენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ჩამოიტანა.
საჩუქარი დაჭრილ სამხედროებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცეს.
ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მაოდგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ახალშეძენილი თვითმფრინავის A400M Atlas პრეზენტაცია და მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების სხვადასხვა აქტივობის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.