მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.
სამუშაოების შედეგად, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდა. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, შეიცვალა ამორტიზებული ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები.
დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.
„მთაწმინდის რაიონი ერთ-ერთი ძველი უბანია. შესაბამისად, მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და პირველ რიგში, მოსახლეობის შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. მიმდინარე წელს, 13 საცხოვრებელი სახლი გავამაგრეთ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.