სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია 15 იანვრამდე მომსახურეობას მოქალაქეებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში გაუწევს , – ამის შესახებ აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
„საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აჩერებს სერვისების მიწოდებას. ლაბორატორია მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის, როგორებიცაა, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებები, სურსათით მასობრივი მოწამვლა და ა.შ. შემთხვევებში. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, პანდემიის პირობებში შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება 2021 წლის 18 იანვრიდან აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.