ევროკავშირი მზად არის, თურქეთიდან მიგრანტების და ლტოლვილების ნაკადის შემცირების სანაცვლოდ, ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, თურქეთმა თავად უნდა მოაგვაროს მიგრანტთა პრობლემები და პროგრესი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ტუსკის თქმით, 2016 წელს ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროკავშირში მიმდინარე წელს თითქმის 600 ათასი მიგრანტი ჩავიდა, მათი უმეტესობა – თურქეთის გავლით. თავად თურქეთმა 2 მილიონამდე ლტოლვილი მიიღო. მათი უმეტესობა სირიიდანაა.
ევროკავშირი აღიარებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდეს მიგრაციულ კრიზისთან აქვს საქმე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.